GE

ოვერქლოქერების შეჯიბრი

05 თებერვალი 2014

თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტები აცხადებენ ოვერქლოქერების შეჯიბრს. თუ დაინტერესებული ხარ კომპიუტერული ინჟინერიით და გიზიდავს კომპიუტერების მაქსიმალური შესაძლებლობების გამოცდა, მაშინ დარეგისტრირდი ჩვენს შეჯიბრში და მოიგე კომპიუტერი. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს, ასაკის და საქმინაობის შეუზღუდავად.

ოვერქლოქერების შეჯიბრი დაიწყება 1-ელ მარტს და ჩატარდება რამდენიმე ტურად. ყველა ტურში თითოეულ მონაწილეს მიეცემა ერთი საათი იმისთვის, რომ მაქსიმალურ შედეგს მიაღწიოს.
გამარჯვებულს გადაეცემა მის მიერ გამოცდილი კომპიუტერი.

თქვენ გექნებათ საშუალება გამოსცადოთ თქვენი ცოდნა და გამოცდილება უახლესი LGA2011 პლატფორმის Intel i7-4820K პროცესორით. შეჯიბრი ტარდება კატეგორიაში STOCK COOLING ONLY და გადამწყვეტი იქნება თქვენ მიერ მიღწეული შედეგი Super PI-ში.
გამრჯვებულის დაჯილდოება გაიმართება 9 მარტს დიღმის საუნივერსიტეტო კამპუსში.

კონკურსში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია ამ დროისთვის დასრულებულია.