GE

პანკისში მცხოვრები აბიტურიენტები კამპუსში

04 მარტი 2016

პანკისში მცხოვრებ აბიტურიენტები თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების გაცნობით პროგრამებში ჩაერთნენ.

სკოლის მოსწავლეები ჯერ კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსს სტუმრობდნენ, შემდეგ კი ბაზალეთის სასწავლო ცენტრს, სადაც უნივერსიტეტის პროფესორებმა ლექციები ჩაუტარეს.

პროგრამების ფარგლებში აბიტურიენტებმა მოისმინეს სემინარები აღმოსავლეთის ქვეყნების ისტორიის, ისლამური კულტურის, არაბული ენისა და სხვა საინტერესო დისციპლინის შესახებ. მათ ასევე პირადად გაიცნეს დედაქალაქელი თუ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსული სკოლის მოსწავლეებიც.

პროექტის მიზანია პანკისელი აბიტურიენტების ინტეგრაციის ხელშეწყობა საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო და სოციალურ სივრცეში.

პროექტი ცოდნის ფონდისა და კახეთის რეგიონული განვითარების ფონდის ხელშეწყობით განხორციელდა.