GE

პარიზის Science Po უნივერსიტეტის დელეგაცია კამპუსს ეწვევა

27 სექტემბერი 2015

28 სექტემბერს 12:00 საათზე კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსს ეწვევა Science Po უნივერსიტეტის დელეგაცია, რომელიც ჩაატარებს პრეზენტაციას საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ.

პარიზის Science Po-ს აქვს ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის პროგრამები ისეთ მიმართულებებში, როგორიცაა: პოლიტიკური მეცნიერებები, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებები, სამართალი, საერთაშორისო ურთიერთობები, მედია და ჟურნალისტიკა, უსაფრთხოება, ადამიანური რესურსების მართვა და სხვა. პროგრამები ხორციელდება ინგლისურ და ფრანგულ ენებზე. აჟამად უნივერსიტეტში 150-ზე მეტი ქვეყნის ქვეყნიდან 13 000-მდე სტუდენტი სწავლობს.

Science Po ითვლება საუკეთესო უნივერსიტეტად თავის სფეროში ლონდონის ეკონომიკის სკოლასთან ერთად. ამ უნივერსიტეტში საფრანგეთის ამჟამინდელი პრეზიდენტი, საგარეო საქმეთა, ფინანსთა და გარემოს დაცვის მინისტრები, ევროკომისარი ეკონომიკის საკითხებში სწავლობდნენ.

შეხვედრა შედგება 113-ე აუდიტორიაში.

Science Po-ს შესახებ მეტი ინფორმაციისთვის დააჭირეთ აქ.