GE

პეკინში მარინე ჯიბლაძეს დააჯილდოვებენ

02 აგვისტო 2016

ჩინეთის სახელმწიფო კომიტეტის ჟიურის გადაწყვეტილებით, თავისუფალი უნივერსიტეტის ჩინეთმცოდნეობის პროფესორმა და კონფუცის ინსტიტუტის დირექტორმა, მარინე ჯიბლაძემ მიიღო ჯილდო ჩინური ენის სახელმძღვანელოსა და სხვა სასწავლო მასალების შექმნაში, თარგმანების შესრულებასა და, ზოგადად, ჩინეთ-საქართველოს კულტურული ურთიერთობების განვითარების საქმეში განსაკუთრებული წვლილის შეტანისთვის.

თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი მიწვეულია პეკინში, ჯილდოს გადაცემის ოფიციალურ ცერემონიაზე, რომელიც გაიმართება ჩინეთის მთავრობის სასახლეში. მარინე ჯიბლაძეს ჯილდოს ჩინეთის მთავრობის ოფიციალური პირები გადასცემენ. პროცესს ასევე დაესწრებიან უცხო ქვეყნების საელჩოების წარმომადგენლები.