GE

გურამ ქართველიშვილმა აშშ-ში, საინვესტიციო ფონდ Millennium Management-ში დაიწყო მუშაობა

20 მაისი 2023

თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის სკოლის კურსდამთავრებულმა გურამ ქართველიშვილმა ნიუ-იორკში, საინვესტიციო ფონდში Millennium Management-ში დაიწყო მუშაობა რაოდენობრივი მკვლევარის პოზიციაზე. Millennium Management დაფუძნდა 1989 წელს ნიუ-იორკში და 58 მილიარდი აშშ დოლარის აქტივებს მართავს.

გურამის საქმიანობის ძირითადი ნაწილი ფინანსური ინსტრუმენტების მათემატიკურ მოდელირებას და შემდგომ იმპლემენტაციას მოიცავს. მსგავსი მოდელები აქტიურად გამოიყენება საფონდო ბირჟაზე დერივატივების ფასისა და არსებული რისკების შესაფასებლად.

თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის სკოლის წარმატებით დასრულების შემდეგ, გურამმა პენსილვანიის უნივერსიტეტში (University of Pennsylvania) განაგრძო სწავლა და მიენიჭა დოქტორის ხარისხი ფიზიკაში. პენსილვანიის უნივერსიტეტმა მას სწავლის, კვლევისა და აშშ-ში ცხოვრების ხარჯები სრულად დაუფინანსა.

თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის სკოლამ პირველი ნაკადი 2011 წელს მიიღო. გურამის ჯგუფი სკოლის პირველი გამოშვებაა.

PHY Გურამ Ქართველიშვილი (1)