GE

მარიამ მჭედლიძე Master program in Astrophysics and Space Science-ზე აგრძელებს სწავლას

17 მაისი 2023

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის სკოლის კურსდამთავრებული მარიამ მჭედლიძე სწავლას აგრძელებს ერთობლივ სამაგისტრო პროგრამაზე “Master program in Astrophysics and Space Science”. მან Erasmus Mundus სწავლის სრული დაფინანსება მოიპოვა.

ორწლიანი სამაგისტრო პროგრამა ევროპის ოთხ სხვადასხვა ქვეყანაში ხორციელდება: University of Rome “Tor Vergata” (იტალია), University of Bremen (გერმანია), Université Côte d’Azur (საფრანგეთი), University of Belgrade (სერბეთი).

მარიამის დიდი ინტერესი ასტროფიზიკა და კოსმოლოგიაა. სწორედ ამ მიმართულებით გეგმავს მომავალში საქმიანობის გაგრძელებას და როგორც თავად ამბობს, სამაგისტრო პროგრამაზე სწავლისას მიღებული ცოდნა მის პროფესიულ ზრდას ძალიან დაეხმარება

PHY Მარიამ Მჭედლიძე