პირველი კორეულ-ქართული ლექსიკონის პრეზენტაცია
11 აპრილი 2022
15 აპრილს 17:00 საათზე, კახა ბენდუქიძის კამპუსის საკონფერენციო დარბაზში (აუდიტორია #200) გაიმართება პირველი კორეულ-ქართული ლექსიკონის პრეზენტაცია.
ლექსიკონის თანაავტორები არიან საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის კორეული მიმართულების კურსდამთავრებული სალომე ლობჯანიძე და თავისუფალი უნივერსიტეტის ლექტორი ნანა მიქაბერიძე. ლექსიკონში შესულია 17 000 სიტყვა, რომელთა მნიშვნელობები მთლიანობაში 50 000-ს სცდება.
დასწრება თავისუფალია.