GE

პირველკურსელთა რეგისტრაცია

20 ივლისი 2016

თავისუფალი უნივერსიტეტის, 2022-2023 სასწავლო წლის პირველკურსელთა რეგისტრაცია განხორციელდება 2 ეტაპად:

 

1. პირველი ეტაპი მოიცავს ელექტრონულ რეგისტრაციასრომელიც დაიწყება 2 სექტემბერს 14:00-ზე და დასრულდება 3 სექტემბერს 22:00-ზე, მითითებულ ბმულზე.

ელექტრონული რეგისტრაციისას პირველკურსელმა უნდა ატვირთოს შესაბამის ველში შემდეგი დოკუმენტების ელ-ვერსიები: 

  • პირადობის მოწმობა ან პასპორტი
  • ელექტრონული სურათი (3/4)
  • სამხედრო აღრიცხვის მოწმობა (ვაჟებისთვის)
  • ინგლისურ ენაში საერთაშორისო სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
  • სკოლის ატესტატი 

ელექტრონული რეგისტრაცია დასრულებულია

 

2. მეორე ეტაპი მოიცავს უნივერსიტეტში მოსვლას, ხელშეკრულების გაფორმებას და ინგლისური ენის დონის განმსაზღვრელ ტესტირებას. 

მეორე ეტაპი ჩატარდება კახა ბენდუქიძის კამპუსში (მის. აღმაშენებლის ხეივანი N240) 6 და 7 სექტემბერს 12:00-ზე და 16:00-ზე AUDITORIUM MAGNUM-ში. კონკრეტული განრიგის შესახებ ინფორმაცია რეგისტრაციის პირველი ეტაპის შემდეგ ინდივიდუალურად გეცნობებათ. 

პირველკურსელებმა თან უნდა იქონიოთ:  

  • პირადობის მოწმობა ან პასპორტი
  • სკოლის ატესტატის დედანი ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი
  • ინგლისურ ენაში საერთაშორისო სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში)

პირველკურსელებს, რომლებსაც ჯერ არ შესრულებიათ 18 წელი:

  • ხელშეკრულებაზე ხელის მოსაწერად საჭიროა მშობლის ან მინდობილი პირის (მინდობილობა უნდა იყოს ნოტარიულად დამოწმებული) თანხლება. 
  • მშობლის/მინდობილი პირის პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი

 

პირველკურსელებს, რომლებიც ვერ მოახერხებენ მითითებულ თარიღებში მშობლის/მინდობილი პირის თანხლებით მოსვლას, საშუალება ექნებათ წაიღონ ხელშეკრულება და ხელმოწერილი დოკუმენტი ჩააბარონ ადმინისტრაციაში არაუგვიანეს 13 სექტემბრისა.

 

საერთაშორისო ოლიმპიადის მონაწილეები რეგისტრაციაზე უნდა გამოცხადდნენ კახა ბენდუქიძის კამპუსში (მის. აღმაშენებლის ხეივანი N240) 7 სექტემბერს 16:00-ზე AUDITORIUM MAGNUM-ში. თან უნდა იქონიოთ:

  • სკოლის ატესტატის დედანი ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი
  • პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი
  • ელექტრონული სურათი (3/4)
  • სამხედრო აღრიცხვის მოწმობის ასლი (ვაჟებისთვის)
  • ინგლისურ ენაში საერთაშორისო სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
  • დამადასტურებლი დოკუმენტი იმის შესახებ, რომ არ აბარებდნენ ერთიან ეროვნულ გამოცდას