GE

პოეზიის კვირეული და ირაკლი ჩარკვიანის მეგობრები

11 მაისი 2014

Art Weekend-ის ფარგლებში მორიგი ლექციების ციკლი დაიწყო.

პროექტს თავისუფალი უნივერსიტეტის მართვისა და საზოგადოებრივ-მეცნიერებათა სკოლის სტუდნეტები ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ერთად ახორციელებენ.

Art Weekend-ის ფარგლებში მაისის ოთხი შაბათ-კვირის განმავლობაში, ჩატარდება საინტერესო და შემეცნებითი ლექციები, რომლებსაც ქართველი საზოგადოებისთვის ცნობილი მოღვაწეები წაიკითხავენ.

9 მაისს ჩატარდა იაკე კაბეს საჯარო ლექცია იაპონური პოეზიის შესახებ. რასაც მოყვა სალომე ბენიძის სემინარი სილვია პლათიზე. დღე დახურა ზაალ ჩეიძემ თემით "ებრაული პოეზია".

მომდევნო დღე ირაკლი ჩარკვიანს და ზოგადად, 90-იანი წლების "რეაქტიულ კლუბს" მიეძღვნა.

ლექციები წაიკითხეს კოტე ყუბანეიშვილმა და ნიკა მაჩაიძემ.