GE

პრეზენტაცია - ჩინეთი დღეს

15 ივნისი 2016

კახა ბენდუქიძის საუნივესიტეტო კამპუსში აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის დაარსების 25 წლისთავთან დაკავშირებით გაიმართა თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ფაკულტეტის ჩინური მიმართულების მიერ ორგანიზებული პრეზენტაცია "ჩინეთი დღეს." ღონისძიების ფარგლებში უნივერსიტეტს ეწვია საქართველოს ყოფილი ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, მამუკა გამყრელიძე. მისი მოხსენების თემა იყო "ჩინეთი 21-ე საუკუნის გამოწვევების წინაშე", სადაც მან ისაუბა შემდეგ თემებზე:

1) ჩინეთის ადგილი და როლი თანამედროვე მსოფლიოში;
2) ჩინური დიპლომატიის თავისებურებები;
3) ჩინეთის ინიციატივები "აბრეშუმის სარტყელი" და საქართველოს როლი ამ პროექტში.

ასევე, როგორც ყოფილმა ელჩმა, დამსწრე საზოგადოებას გაუზიარა ჩინელებთან ურთიერთობის პრაქტიკული გამოცდილება.

მეორე ნაწილი კი დაეთმო თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის ჩინური მიმართულების სტუდენტებისა და ამავე მიმართულების მაინორის (ბიზნეს ადმინისტრირების) სტუდენტების მოხსენებებს. მათ ისაუბრეს XXI საუკუნეში ჩინეთისა და საქართველოს გეოპოლიტიკურ მდგომარეობაზე, ეკონომიკურ და კულტურულ კავშირებზე.