GE

პროექტი "დაწერე კანონი"

29 ივნისი 2015

ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტი, ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით სექტემბრიდან განახორციელებს ახალ პროექტს - „დაწერე კანონი".

„დაწერე კანონის" მიზანია როგორც საკანონმდებლო პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა, ასევე ადამიანის უფლებების სფეროში არსებული საკანონმდებლო ბაზის დახვეწა, არსებული ხარვეზების გამოაშკარავება და აღმოფხვრა. აღნიშნული პროექტი შესაძლებლობას მისცემს ნებისმიერ ადამიანს გახდეს კანონშემოქმედებითი პროცესის მონაწილე.

პროექტის ფარგლებში თავისუფალ უნივერსიტეტში შეიქმნება სივრცე, რომელიც ყველა დაინტერესებულ პირს მისცემს საშუალებას, წარმოადგინოს საკუთარი ხედვა არსებული კანონმდებლობის შესახებ, რომელიც შემდეგ საკანონმდებლო წინადადებად იქცევა.

პროექტი თბილისსა და საქართველოს 7 რეგიონში განხორციელდება და მასში მონაწილეობას მოქალაქეებთან ერთად მიიღებენ საქართველოს პარლამენტის წევრები, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, ადამიანის უფლებათა სამართლის ექსპერტები და თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტები.