GE

პროექტის მართვის პროგრამის მე-15 ნაკადი

26 ნოემბერი 2016

თავისუფალმა უნივერსიტეტმა პროექტის მართვის პროგრამაზე მე-15 ნაკადი მიიღო.

პროექტის მართვის პროგრამა შეიქმნა BP-ის და მისი ნავთობის და გაზის პარტნიორების ინიციატივით, თავისუფალი უნივერსიტეტისა და ESI International-ის თანამშრომლობის საფუძველზე 2009 წელს.

პროგრამის წარმატებით გავლის შემთხვევაში, სტუდენტები მიიღებენ საერთაშორისოდ აღიარებულ სერტიფიკატს - Master’s Certificate in Project Management - რომელსაც ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლა გასცემს (The George Washington University - GWU, USA).

პროექტის მენეჯმენტის კოლეჯში მოდულებს კითხულობენ ESI International-ის გამოცდილი და პროფესიონალი ლექტორები, რომლებიც სპეციალურად მოდულების ჩასატარებლად ჩამოდიან საქართველოში. ESI International -ის ინსტრუქტორები მუშაობენ კონსულტანტებად რეალურ მიმდინარე პროექტებზე.

სასწავლო პროგრამა პროექტის მენეჯმენტში 6 ძირითადი და 1 არჩევითი მოდულისაგან შედგება.

ძირითადი მოდულები:
1. პროექტების მენეჯმენტი
2. რისკების მართვა
3. დაგეგმვა და ხარჯების კონტროლი
4. პროექტის ხელმძღვანელობა, მართვა და კომუნიკაცია
5. ხარისხის კონტროლი პროექტის მენეჯერისათვის
6. პროექტის მართვის უნარების გამოყენება

არჩევითი მოდულები:
1. პროექტის მენეჯმენტის სპეციალისტის სერტიფიკატის (PMP) გამოცდისათვის მოსამზადებელი კურსი 
2. პროექტის მენეჯერებისათვის მოლაპარაკებების წარმართვის უნარ-ჩვევები.