GE

პროფესიული ტრენინგი ადვოკატებისთვის

27 ოქტომბერი 2016

26 ოქტომბერს თავისუფალ უნივერსიტეტში ადვოკატებისთვის ტრენინგი „მტკიცებულებათა სტანდარტი სისხლის სამართლის პროცესისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისოსამართალში" ჩატარდა.

ერთდღიანი ღონისძიება თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტის მიერ ხორციელდება, USAID-ის მიერ დაფინანსებული „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში" (EWMI – PROLoG) პროგრამასა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრთან თანამშრომლობის საფუძველზე. მასში საქართველოში მოქმედი ადვოკატები მონაწილეობენ.

სესიებს ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტის აკადემიური დირექტორი, თამარ თომაშვილი და სამართლის სკოლის პროფესორი, ქეთევან ჩომახაშვილი უძღვებოდნენ.

ტრენინგის მსვლელობის დროს ადვოკატებს საშუალება ჰქონდათ სიღრმისეულად გაცნობოდნენ ისეთ საკითხებს, როგორებიცაა - ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს ზოგადი პრაქტიკა, მტკიცებულებათა წესი და მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპი, მტკიცებულებათა მოპოვება საგამოძიებო მოქმედებების ეტაპსა და საპროცესო მოქმედებების დროს.