პროფესიული ტრენინგი ადვოკატებისთვის
02 თებერვალი 2016
თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასთან და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებულ, „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში" (EWMI-PROLoG) პროგრამასთან თანამშრომლობით, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრებს იწვევს მონაწილეობის მისაღებად პროფესიულ ტრენინგში:„დაკავების და პატიმრობის სტანდარტები და პროცედურები: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა".
ტრენინგის თემატიკა:
· გაეროს სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტისა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მიხედვით პირის თავისუფლების და პირადი ხელშეუხებლობის უფლება;
· საქართველოს შიდა კანონმდებლობით გათვალისწინებული დაკავების სტანდარტები და პროცედურები;
· პატიმრობის გამოყენება საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით.
ტრენინგი მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ კომპონენტებს, რომელთაც წარუძღვებიან ადამიანის უფლებათა და სისხლის სამართლის სფეროში მუშაობის ფართო გამოცდილების მქონე ექსპერტები - თამარ თომაშვილი და ქეთევან ჩომახაშვილი.
ტრენინგი ორდღიანია და გაიმართება თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში 27 და 28 თებერვალს.
მონაწილეთა შერჩევა:
ტრენინგში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ ბიოგრაფია (CV) და ადვოკატის მოწმობა ელექტრონული ფორმით შემდეგ მისამართზე: nihr@freeuni.edu.ge
წერილის სათაურის ველში მითითებული უნდა იყოს: პროფესიული ტრენინგი.
მონაწილეები შეირჩევიან ბიოგრაფიის (CV) და გასაუბრების საფუძველზე.
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2016 წლის 16 თებერვალი.
ტრენინგში მონაწილეობა სრულად ფინანსდება პროგრამის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში" (EWMI-PROLoG) მიერ.