GE

პროფესორი ანდრჟეი დრჟევინსკი კამპუსში

21 მაისი 2019

ერასმუს+ პროგრამის ფარგლებში კამპუსს პოლონეთიდან ესტუმრა პროფესორი ანდრჟეი დრჟევინსკი, რომელმაც ფიზიკის სკოლის სტუდენტებისთვის წაიკითხა ლექციების კურსი და ჩაატარა სამეცნიერო სემინარი კონდენსირებულ გარემოთა ფიზიკის თანამედროვე პრობლემებზე.

ლექციათა კურსი სასარგებლო აღმოჩნდა სტუდენტთათვის. ასევე, სამეცნიერო სემინარმა დიდი ინტერესი გამოიწვია დარგის სპეციალისტთა შორის.