GE

პროფესორი რაზიინ სალი კამპუსში

30 მაისი 2016

კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსს ეწვია პროფესორი რაზიინ სალი (Razeen Sally).

სტუმარი შეხვდა თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სტუდენტებს და ისაუბრა ბიზნესისა და ეკონომიკის თემებზე.

რაზიინ სალი არის ასოცირებული პროფესორი სინგაპურის უნივერსიტეტში, ასწავლიდა ლონდონის ეკონომიკის სკოლაში, ასევე ლექციებს კითხულობდა პარიზში პოლიტიკური მეცნიერებების ინსტიტუტში, ავსტრალიის, ჰონგ-კონგისა და სინგაპურის უნივერსიტეტებში.