GE

პროფესორი როჯერ ქაშმორი კამპუსს ეწვია

25 თებერვალი 2016

24 თებერვალს კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსს ეწვია პროფესორი როჯერ ქაშმორი, რომელიც გახლავთ რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საერთაშორისო სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი, დიდი ბრიტანეთის ატომური ენერგიის მმართველი სააგენტოს თავმჯდომარე და CERN-ის ყოფილი დირექტორი.
 
პროფესორი დაინტერესებული იყო ფიზიკაში, მათემატიკასა და ინჟინერიაში საქართველოში მოღვაწე მეცნიერებთან შეხვედრით.
 
შეხვედრას ესწრებოდნენ რუსთაველის სამეცნიერო ფონდის საერთაშორისო ურთიერთობებისა და ფონდების მოძიების სამსახურის ხელმძღვანელი ნიკა ბაქრაძე, აგრარული უნივერსიტეტის პრორექტორი სამეცნიერო დარგში ზვიად ჭეიშვილი, აგრარული უნივერსიტეტის საინჟინრო ტექნოლოგიური ფაკულტეტის დეკანი ზაზა მეტრეველი, თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის სკოლის პროფესორი ზაზა ოსმანოვი, თავისუფალი უნივერსიტეტის MACS-ის სკოლის კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულების ხელმძღვანელი შოთა ღვინეფაძე და იულიხის კვლევითი ცენტრის თანამშრომელი გოგი მაჭარაშვილი.