GE

პროგრამირებაში უმაღლეს სასწავლებელთა შორის მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალი

16 ნოემბერი 2017

4 ნოემბერს, კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსმა, პროგრამირებაში უმაღლეს სასწავლებელთა შორის მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალს უმასპინძლა. შეჯიბრში სულ 50 გუნდი მონაწილეობდა. მეოთხედფინალზე საუკეთესო შედეგი აჩვენა თავისუფალი უნივერსიტეტის გუნდმა, გიორგი გულიაშვილის, ალექსანდრე ცხოვრებოვისა და თორნიკე მანძულაშვილის შემადგენლობით. მეოთხედფინალში მონაწილეთა შედეგები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://neerc.ifmo.ru/archive/2017/georgia/standings.html