GE

ქალთა მიმართ ძალადობა

18 ნოემბერი 2014

26 ნოემბერს, 19:00 საათზე კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში (მისამართი: დავით აღმაშენებლის ხეივანი #240, 113-ე აუდიტორია) გაიმართება საჯარო დისკუსია "ქალთა მიმართ ძალადობა საქართველოში - არსებული გამოწვევები".

დისკუსიის მიზანია საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობის სახელმწიფო პოლიტიკის და ეფექტური მექანიზმების დანერგვის კუთხით არსებული მდგომარეობის და შესაძლებლობების განხილვა. საჯარო დისკუსიაში მონაწილეობენ სახელმწიფო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, აგრეთვე, ქალთა უფლებებზე მომუშავე ექსპერტები.

დისკუსიის ფარგლებში განიხილება შემდეგი საკითხები:

ფემიციდი საქართველოში და მისი გამომწვევი მიზეზები - ეკატერინე აღდგომელაშვილი, ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი;

სახელმწიფო პოლიტიკა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ-ლალი ფაფიაშვილი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე; ოჯახში ძალადობის აღკვეთის ღონისძიებათა განმახორციელებლი საუწყებათაშორისო საბჭოს თავმჯდომარე 2008-2013 წლებში.

ძალადობის მსვერპლ ქალთა დაცვის სამართლებრივი მექანიზმები-მარი მესხი, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის დირექტორი;

ძალადობის მსხვერპლ ქალთა და დანაშაულის ჩამდენ პირთა რეაბილიტაციის პრობლემა - ანა ჟღენტი, არასამთავრობო ორგანიზაცია საფარის თანადირექტორი;

პოლიციის როლი ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში-მაკა ფერაძე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის პროექტების მართვის სამმართველოს უფროსი;

ქალთა მიმართ ძალადობის გამოძიება - ქეთევან ჩომახაშვილი,თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი, ადვოკატი;

მოდერატორი - თამარ თომაშვილი, ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტის აკადემიური დირექტორი.

დისკუსიაზე დასწრების მსურველებმა 2014 წლის 25 ნოემბრის 15:00 საათამდე უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა.