GE

ქართულ–აღმოსავლური კულტურულ–ისტორიული ურთიერთობები

30 მაისი 2018

თავისუფალი უნივერსიტეტის არაბული ქვეყნებისა და ისლამური სამყაროს შემსწავლელი ცენტრის ორგანიზებით კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში ჩატარდა კონფერენცია თემაზე „ქართულ–აღმოსავლური კულტურულ–ისტორიული ურთიერთობები და თანამედროვე გამოწვევები“. კონფერენციის მიზანს წარმოადგენდა კულტურულ–ისტორიული ურთიერთობების სფეროში ჩატარებული კვლევებისა და თანამედროვეობის წინაშე არსებული გამოწვევების გაცნობა–შეფასება, სტუდენტების ჩართვა კვლევით საქმიანობაში. კონფერენციაში მონაწილეობდნენ თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტები, პროფესორ–მასწავლებლები და დარგის გამოჩენილი მკვლევარები. კონფერენციის მსვლელობისას გაიმართა უცხოეთში რამდენიმე ეგზემპლიარად დაბეჭდილი იერუსალიმის რელიგიური სიწმინდეებისადმი მიძღვნილი ორი იშვიათი ალბომის გამოფენა–პრეზენტაცია. წიგნები წარმოადგენს უნიკალურ, საექსპოზიციო პუბლიკაციებს, განსაკუთრებით დიდი ზომისაა და დაბეჭდილია მაღალ პოლიგრაფიულ დონეზე. ისინი, იორდანიაში ვიზიტის დროს, გურამ ჩიქოვანს გადასცა იორდანიის პრინცმა ჰასან ბენ ტალალმა.