GE

ქართული დიპლომატია XXI საუკუნეში

19 ოქტომბერი 2014

თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის, მომავალ დიპლომატთა კლუბის და ისტორიის კლუბის ორგანიზებით იწყება საჯარო დისკუსიებისა და კონფერენციების სერია „ქართული დიპლომატია XXI საუკუნეში“. ლექციები და კონფერენციები დიღმის საუნივერსიტეტო კამპუსსა და ბაზალეთის სასწავლო ცენტრში ჩატარდება. 

სესიები ორ ნაწილად გაიმართება - პირველი ნაწილი გულისხმობს საჯარო დისკუსიების სერიას, რომელსაც ქართული საზოგადოების ცნობილი ადამიანები, მოქმედი მინისტრები და დიპლომატები წარმართავენ. მეორე ნაწილი გულისხმობს ბაზალეთის სასწავლო ცენტრში კონფერენციის ჩატარებას, რომელშიც განხილული იქნება ქართული დიპლომატიის მრავალმხრივი ასპექტები. ბაზალეთის სასწავლო ცენტრში სამი დღის განმავლობაში ცნობილი ქართველი დიპლომატები და პოლიტიკოსები წაიკითხავენ ლექციებს ქართული დიპლომატიის განვლილ გზაზე, ეკონომიკური და კულტურული დიპლომატიის წარმატებებსა და მარცხებზე, სამომავლო პერსპექტივებზე. ასევე გვეყოლება რამდენიმე უცხოელი დიპლომატი, რომლებიც უცხოელების თვალით დანახულ ქართულ დიპლომატიას განიხილავენ. 
კონფერენცია „ქართული დიპლომატია XXI საუკუნეში“ გაიმართება ბაზალეთის ტრენინგ ცენტრში 14-16 ნოემბერს

თარიღი: 14-16 ნოემბერი.
სამუშაო ენა: ქართული (ასევე ერთი რუსულენოვანი და ერთი ინგლისურენოვანი სპიკერი).
მონაწილეობის საფასური: 80 ლარი.

მონაწილეობის საფასური ფარავს პროექტის განმავლობაში ტრანსპორტირების, ბაზალეთის სასწავლო ცენტრში დარჩენის, კვების, საკანცელარიო ნივთებისა და ყველა სხვა საჭირო აქტივობების საფასურს. 

ყველა მონაწილეს გადაეცემა ორენოვანი სერტიფიკატი.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ შეავსოთ ეს აპლიკაცია:

http://goo.gl/forms/4exg8AYDD4

აპლიკაციის შევსების ბოლო ვადაა 7 ნოემბერი. ადგილები შეზღუდულია.

ივენთი Facebook-ზე: https://www.facebook.com/events/1482915541985557/

საკონტაქტო პირები:
რევაზ თოფურია 555 466969
გიორგი მელაშვილი 591 703169
შალვა ჩხეიძე 514 539191
FDC@freeuni.edu.ge