Quo vadis, Georgia - მარადიული არჩევანი
30 მაისი 2018
დამოუკიდებლობის კვირეულის ფარგლებში კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში ჩატარდა თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის კურსდამთავრებულის, გიორგი მელაშვილის საჯარო ლექცია თემაზე: „Quo vadis, Georgia - მარადიული არჩევანი“. ლექცია საქართველოს დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადების მეასე წლისთავს მიეძღვნა. ლექციის მთავარი თემა იყო: საქართველოს ისტორიული არჩევანი - ის არჩევანი, რომლის გაკეთება ჩვენს ქვეყანას უწევს.