GE

ქუთაისში გამართული ჰაკათონი კამპუსელების ტრიუმფით დასრულდა

22 ივნისი 2016

თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სტუდენტებმა, კობა ცერცვაძემ, გიორგი დიღმელაშვილმა, დათა ჭანტურიამ, არჩილ საყევარაშვილმა და დავით კვიციანმა პირველი ადგილი დაიკავეს ჰაკათონში, და გახდნენ ATSUHACK-ის გამარჯვებულები!
 
სტუდენტებმა შექმნეს 3D პრინტერზე დამზადებული მრავალფუნქციური ხელის ინოვაციური ელექტროპროთეზი, რომელიც კუნთის სენსორის დახმარებით ასრულებს კიდურის ფუნქციებს, ასევე, სპეციალური სენსორის მეშვეობით უკრავს ფორტეფიანოზე, ხელს აქვს 3D მაუსის ფუნქცია, შესაძლებლობას იძლევა NFC თაგებით ყოველ ნივთთან უნიკალური ფუნქცია შეასრულოს.
 
პროექტი განხორციელდა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში საინიციატივო ჯგუფის მიერ სტუდენტური თვითმმართველობის, FABLAB_ATSU-ს, IHUB თბილისის, საქართველოს ინოვაციების და ტენოლოგიების სააგენტოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით. ჰაკათონის სპონსორები იყვნენ: Microsoft საქართველო, მაკნატუნა. გენერალური სპონსორი VTB ბანკი.