GE

რა არის სახელმწიფოს არსებობის ძირითადი საფუძველი?

23 აპრილი 2021

კაცობრიობის განვითარებასთან ერთად, ნელ-ნელა დაიწყო სახელწმიფოებრივი წარმონაქმნების ფორმირება. საინტერესოა, რატომ გადაწყვიტეს ადამიანებმა შეექმნათ სახელწმიფოებრივი სტრუქტურები. რეალურად მათთვის უკეთესი უნდა ყოფილიყო რომ ჰქონოდათ მეტი თავისუფლება, რომ არავის შეეზღუდათ ისინი, მაგრამ მოხდა ისე, რომ მათ გადაწყვიტეს რომ დაეთმოთ საკუთარი თავისუფლების ნაწილი, რომელსაც სახელმწიფოს გადასცემდნენ, მაგრამ სამაგიეროდ სახელწმიფოსგან მიიღებდნენ უსაფრთხოების გარანტიას, რაც გულისხმობდა, რომ დაცული იქნებოდა მათი საკუთრების, სიცოცხლის და სხვა უფლებები. სწორედ ასე განმარტა ცნობილმა ინგლისელმა მოაზროვნე ჯონ ლოკმა საზოგადოების შეთანხმების სტრუქტურა. 

გარდა ამისა, სახელმწიფოს მახასიათებლების საკმაოდ საინტერესო მოსაზრება შემოგვთავაზა ნეტარმა ავგუსტინემ. მისი მოსაზრებებიდან გამომდინარეობს, რომ სახელმწიფოს ვალდებულება ისაა, მიაგოს თითოეულ ადამიანს საკუთარი ქმედების შესაბამისად. მაგრამ რამდენად რეალური და მართებულია სახელწმიფოს ფუნქციის მსგავსი ახსნა? ავიღოთ ასეთი შემთხვევა, რომ ადამიანს, რომელსაც ძლიერ უჭირდა და სახლში ავადმყოფობისგან მომაკვდავი შვილი ჰყავდა, გადაწყვიტა ცნობილი ექიმისგან მოეპარა მის მიერ შექმნილი უახლესი წამალი, რომელის შექმნაზეც აღნიშნულმა ექიმმა ათეულობით წლები იმუშავა და სულ ახლახანს დიდი შრომის შედეგად შექმნა. ამიტომაც ძვირს აფასებდა. ჩვენმა პერსონაჟმა კი, რადგან ფული არ ჰქონდა მოპარა ექიმს წამალი და საკუთარ შვილს დაალევინა, რითაც მოარჩინა იგი. ანუ, გვაქვს ისეთი შემთხვევა, რომ პირმა დაარღვია საკუთრების უფლება, მოიპარა ნივთი, მაგრამ ამით გადაარჩინა სიცოცხლე. თუ ავგუსტინეს შეხედულებას დავიმოწმებთ, უნდა ვთქვათ, რომ პირი უნდა დაისაჯოს ქურდობისათვის, რადგან ქურდობის საკადრისია დასჯა, ხოლო სიკეთეს ღმერთი დაუფასებს. ჩნდება დილება, რეალურად მართებულია ავგუსტინეს ასეთი შეხედულება? ვფიქრობ რომ არა. ხშირ შემთხვევაში, არასწორია მიაგო ადამიანს მისი ქმედების საკადრისი, რადგან აღნიშნული მოძღვება ატარებს მეტად ურყევ და ვიწრო ხედვას და არ ითვალისწინებს სხვა ობიექტურ გარემოებებს. მისთვის მხოლოდ მთავარია ჩაიდინა პირმა თუ არა დანაშაული, თუ ჩაიდინა, მაშინ უნდა დაისაჯოს, მაგრამ არ ხდება იმის გათვალისწინება თუ რატომ ჩაიდინა იგი. აქედან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ ავგუსტინეს მოძღვრება იმასთან დაკავშირებით, რომ სახელმწიფოს უმთავრესი ვალდებულებაა აღასრულოს შემდეგი მტკიცება "კეისარს კეისრისა", არის არასწორი და ხშირ შემთხვევაში გაუმართლებელი. 

საინტერესოა მაშ რატომაა საჭირო სახელმწიფო და რითი განსხვავდება იგი უბრალო ფორმირებისაგან. ხომ შეიძლება საზოგადოებამ შექმნას ე.წ. ბანდა, რომელიც იზრუნებს ყველას უფლებების დაცვაზე. მაშ რა საჭიროა რომ ადამიანება შეიზღუდონ თავისუფლება იმით, რომ იცხოვრონ სახელმწიფოში და მის დადგენილ კანონებში და ფარგლებში. მაშ უნდა არსებობდეს ამის ლოგიკური ახსნა. მე კი მიმაჩნია, რომ ეს ახსნა ნაწილობრივ მართებულად ჩამოაყალიბა პლატონმა თავის "სახელმწიფოში". რეალურად სახელმწიფოს ფუნქციია დაიცვას სამართლიანობა, პლატნონის აზრით კი სამართლიანობა სხვა არაფერია თუ არა ის, რომ თითოეულმა ადამიანმა აკეთოს თავისი საქმე. ხაბაზმა აცხოს პური, მეომარმა იომოს, მასწავლებელმა ასწავლოს და ა.შ. თუ ჩვენ მოვიხმობთ ამ განმარტებას შევძლებთ უკეთ აღვიქვათ სახელმწიფოს ფუნქცია. რეალურად სახელწმიფო არა მხოლოდ იცავს ადამიანების უფლებებს, არამედ იგი აწესრიგებს იმას, რომ საზოგადოების წევრებს შეუქმნას საქმიანობის შესაფერისი გარემო, მოაწესრიგოს მისი შრომა და მიმართოს იგი ერთი კონკრეტული მიზნისაკენ. სწორედ ამით განსხვავდება სახელწმიფო უბრალო ფორმირებისაგან. ფორმირებებსაც შეეძლოთ დაეცვათ ადამიანის უფლებები. თუ ვინმე ვინმეს მოკლავდა, ამ ჯგუფს შეეძლოთ დაესაჯათ დამნაშავე, მაგრამ ისინი ვერ უზრუნველყოფდნენ საზოგადოებრივი საქმიანობის დარეგულირებას ისე, როგორც ამას ახერხებს სახელმწიფო კანონების ძალის. 

აქედან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ ავგუსტინეს მოძღვრება იმასთან დაკავშირებით, რომ სახელმწიფოს ვალდებულებაა დაიცვას სამართლიანობა არის საკმაოდ ბუნდოვანი და ორაზროვანი შეხედულება, რადგან ის, თუ რა არის სამართლიანობა მეტად საკამათო საკითხია. როგორც ზემოთ მოყვანილ მაგალითში ავხსენით, რთულია განსაზღვრო რა არის ხშირად სამართლიანობა და როგორი სასჯელის შეფარდება იქნება სამართლის აღსრულება. ამიტომაც, უფრო სწორად მიმაჩნია, რომ გავითვალისწინოთ ზემოაღნიშნული პლატონის სამართლიანობის განმარტება და ვთქვათ, რომ სახელწმიფოს დანიშნულებაა არა მხოლოდ დაიცვას ადამიანის უფლებები, როგორც ამას ლოკი ამტკიცებდა, არამედ შეუწყოს ხელი მათ განვითარებას, შეუქმნას სამუშაო ადგილები, მოაწესრიგოს მათი შრომა და ა.შ. განახორციელოს მასზე დაკისრებული პოზიტიური ვალდებულებები, რის გამოც ადამიანები თანახმანი არიან საფასურად გაიღონ საკუთრი თავისუფლების ნაწილი. სწორედ ესაა გაცვლის არსებითი საგანი სახელმწიფოსა და ადამიანებს შორის.