რადიო-კონტროლირებადი მანქანების შეჯიბრი - მოტობურთი 2026
15 ივნისი 2026
თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების ინჟინერიითა და პროგრამირებით დაინტერესებული სტუდენტების ინიციატივითა და ორგანიზებით 5 ივნისს კახა ბენდუქიძის კამპუსში გაიმართა რადიო-კონტროლირებადი მანქანების შეჯიბრი - მოტობურთი 2026.
პირველი ადგილი მოიპოვა გუნდმა Pirelli - ალექსანდრე მთვარელიძე (თავისუფალი უნივერსიტეტის შენობების სისტემების ინჟინერიის პროგრამა), ზურაბ მურდალაშვილი (თავისუფალი უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერებისა და მათემატიკის პროგრამა). გამარჯვებულები Upgaming-მა დააჯილდოვა 2500 ლარით.
მეორე ადგილზე გავიდა გუნდი Musty Flick - დაჩი ნაზრიშვილი, მიხეილ კალანდარიშვილი, ნინი გოცაძე და რატი გოგიჩაშვილი (აგრარული უნივერსიტეტის ელექტრონული და კომპიუტერული ინჟინერიის პროგრამა).
Upgaming-მა დააჯილდოვა 1500 ლარით.
მესამე ადგილზე გავიდა გუნდი BUM-BULL-BEE - ზურაბ ტურაბელიძე, გიორგი ქათამაძე, რატი აფციაური და ტატო თავაძე (აგრარული უნივერსიტეტის ელექტრონული და კომპიუტერული ინჟინერიის პროგრამა). კომპანია AzRy-მ გუნდი დააჯილდოვა 500 ლარით.