GE

რამდენიმე კომენტარი ფრედერიკ ბასტიას „კანონებზე“

09 მაისი 2021

დასავლური სამყაროს ფილოსოფიური სამართლის დისკურში ხშირად არის საუბარი კანონის დანიშნულებაზე, მიზანზე, ადამიანის ნეგატიურ და პოზიტიურ თავისუფლებაზე, თანასწორობაზე და სამართლიანობაზე. ჯერ კიდევ ანტიკური დროიდან იწყება დავა და მსჯელობა ადამიანის ფუნდემენტურ უფლებებზე. კანონის როლი ამა თუ იმ სახელმწიფოს წყობილებაში ასევე საკმაოდ მნიშვნელოვანი საკითხი იყო როგორც ძველ ბერძნულ, ისევე რომაულ სოციუმში. დღემდე აქტუალურია არისტოტელეს ნაშრომები და ციცერონის კომენტარები და დიალოგები. შემდგომ ბუნებითი სამართლის თეორიას აყალიბებს აქვინელი, ცოტა მოგვიანებით კი ეთიკის ორი დაპირისპებული სკოლები ჩნდება: დეონტოლოგები და უტილიტარისტები—ი. კანტისა და ჯ. მილის თაოსნობით. 

მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში კი ინტელექტუალურ ასპარეზზე გამოდის ასეთი ფრანგი ეკონომისტი სახელად ფრედერიკ ბასტია, რომელიც სიცოცხლის ბოლოს აქვეყნებს მარტივ და უბრალო, მაგრამ მკაცრად კრიტიკულ ნაშრომს „კანონები“. აქ საუბარია ზემოხსნებულ თემებზე თან საკმაოდ საინტერესოდ.

 

 

ფ.ბასტია პირველივე გვერდიდან იწყებს ტელეოლოგიუ მსჯელობას. სიცოცხლეს განმარტავს როგორც ღვთისგან მონიჭებულ საჩუქარს, რომელიც ადამიანს ევალება შეინახოს, განავითაროს და სრულყოს, რის შესასრულებლადაც ღმერთმა ყველაფერი მოგვცა.[1] იგი აგრძელებს, რომ მამა-ზეციერმა სიცოცხლეში გვიბოძა სამი ძირეული ღირებულება: ინდივიდუალიზმი, თავისუფლება და საკუთრება, რომლებიც ადამიანმა აუცილებლად უნდა დაიცვას და ამ წანამძვრებებიდან გამოყავს კანონის მიზანი და დანიშნულება, რაც გასაგებია, რომ არის ზემოხსნებული სამი ბუნებითი უფლების დაცვა. 

საინტერესოა, ბასტიას ონტოლოგიური ახსნა კანონისა. იგი მას ორგანიზებულ სამართლიანობას უწოდებს და მსჯელობს, რომ მისი ხასიათი უნდა იყო ნეგატიური. ანუ მხოლოდ უნდა იცავდეს ინდივიდიუმის პერსონას, თავისუფლებას და საკუთრებას. მაგრამ აქვე მიჩნდება კითხვა თუ რა არის პერსონა? გულისხმობს თუ არა იგი ისეთი უფლებების ქონას, როგორიცაა განათლების მიღება, მუშაობა, რადგან სწორედ ამ ორ სფეროს კანონით გაკონტროლებას იგი უარყოფს და მიაჩნია, რომ უმალვე კონტრადიქციას ქმნის ეს.  იგი განმარტავს, რომ მსგავსი პოზიტიური სახის კანონები თავს ესხმის ზემოხსნებულ ფუნდამენტურ ღირებულებებს, განსაკუთრებით კი თავისუფლებას. თუმცა იქნებ განათლებასა და შრომის ორგანიზება კანონებით არის საშუალება, რომ დაიცვას ადამიანის პიროვნების ღირსება? სამწუხაროდ, იგი დაწვრილებით არ საუბრობს ამის შესახებ, მაგრამ ჩანს, რომ ბოლომდე არ ესმის პოზიტიური კანონების აუცილებლობას.

ასევე მიჩნდება მეორე კითხვა: რატომაა კანონი მხოლოდ თავდაცვისთვის და შენარჩუნებისთვის და არა განვითარება-სრულყოფისთვისაც, რომლებიც ევალება ადამიანს განახორციელოს როგორც ღვთის ხატ და მსგავს არსებას. მისი კონტრარგუმენტია, რომ მსგავსი კანონები აიძულებს ხალხს იფიქროს კანონმდებლის ფიქრებით და დამოუკიდებლად არანაირი გადაწყვეტილება მიიღოს, მაგრამ ძალიან უტრირებულად ხომ არ საუბრობს? კი მან იწინასწარმეტყველა, რომ მის პერიოდში გავრცელებული სოციალიზმი კომუნიზმამდე მივიდოდა, რადგან სსრკ ტოტალურ რეჟიმში მასა მართლაც რომ კანონმდებლის/ბელადის ნაკარნახევი ლოზუნგებით აზროვნებდა, თუ ამისთვის შეიძლებოდა აზროვნება გვეწოდებინა. თუმცაღა სახელმწიფო წყობა, დემოკრატიული წესით გულისხმობს, რომ კანონმდებელი არის ხალხის ხმა და გონება ანუ მას ირჩევს საზოგადოება და, ამრიგად, პოზიტიური კანონები რელიგიაზე განათლებაზე და შრომაზე არ არის მემარიონეტეს ბრძანებები.

ყურადღებამისაქცევია, რომ შეიძლება ბასტიე გულისხმობდა იმ იდეას, რაც ჯერ ძალიან ადრე დაიწერა ციცერონის მიერ. ერთგან იგი წერს, რომ რესპუბლიკა-ხალხის გაერთიანება, რომელსაც უფლებაზე აქვთ შეთანხმება, ეს შეთანხმება ნებისმიერ ტირანზე უარესიაო. თუმცა, ამას იგი ვერ დაეთანხმებოდა, რადგან მაშინ იგივე კანონის ნეგატიურ კონტექსტზეც შეიძლება ითქვას.

 

აღსანიშნავია, რომ იგი საუბრობს კანონიერ ძარცვა-გლეჯვაზე, ანუ როდესაც სახელმწიფოში გამართლებულია ნორმატიული აქტების მიხედვით, ინდივიდიუმის საკუთრებისა თუ თავისუფლების შეზღუდვა. მაგალითად მონობა იმდროინდელ შტატებში. იგი ამის ფესვებს ორ ფენომენში ხედავს: ადამიანური სიხარბე და ცრუ ფილანთროპობა და ეს ცრუ ფილანთრობოპაა ის პოზიტიური კანონები და სახელმწიფოს ჩარევა ადამიანის იმ სამ ფუნდამენტურ უფლებებში. ამის მაგალითად მე მახსენდება დღეს საკმაოდ აქტუალური პრობლემა სოც მუშაკების ჩარევაზე ოჯახის პირად სივრცეში. აქ ალბათ ფრანგი ეკონომისტი მსგავსი ინტერვენციის მოწინააღმდეგეებს დაუჭერდა მხარს.

 

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ ზემოხსნებულ პრობლემებთან ერთად მის ნაშრომში „კანონები“ ბევრი საინტერესო შემთხვევაა და მოსაზრება, რომელიც დღევანდელი სამართლის ფილოსოფიაში ისევ სარგებლობს აქტუალურობით( თუ უფრო არა). კანონის ნეგატიური და პოზიტიური განმარტებები ხშირად დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.

 

Bibliography

Bastiat, FredericThe Law (23-25, 36-37, 42-43, 46-48), New York, 1998 

CiceroOn the Republic book III, 13-18, (PDF 113-115) 

 

     



[1] Bastiat, FredericThe Law (23-24)