რატი გოშაძის სტატიას Physics Letters A. გამოაქვეყნებს
24 დეკემბერი 2018
თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის სკოლის მეოთხე კურსის სტუდენტი რატი გოშაძე რამდენიმე წელია ჩართულია ფიზიკის სკოლაში მიმდინარე კვლევით პროცესში.
კერძოდ, ის დაინტერესდა გადაგვარებული რელატივისტური პლაზმის საკითხებით და შეისწავლა ასეთ გარემოში ელექტრომაგნიტური კონის ფილამენტაციური არამდგრადობის შესაძლებლო გენერაცია. მან ანალიზურად და რიცხობრივად აჩვენა რომ არამდგრადობა ვითარდება როგორც სუსტ, ისე ძლიერად გადაგვარებულ რელატივისტურ პლაზმაში.
ნაშრომი მიღებულია გამოსაქვეყნებლად საერთაშორისო რეფერირებად სამეცნიერო ჟურნალში Physics Letters A. კვლევის ნახვა შესაძლებელია აქ, სადაც აგრეთვე გაეცნობით ფიზიკის ბაკალავრიატის სტუდენტების სხვა პუბლიკაციებსაც.
თავისუფალი უნივერსიტეტი რატი გოშაძეს ულოცავს სამეცნიერო ასპარეზზე გადადგმულ ამ მნიშვნელოვან ნაბიჯს და უსურვებს შემდგომ წარმატებებს.