რატი გოშაძის წარმატება
09 ნოემბერი 2018
თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის სკოლის მეოთხე კურსის სტუდენტი რატი გოშაძე რამდენიმე წელია ჩართულია ფიზიკის სკოლაში მიმდინარე კვლევით პროცესში.
კერძოდ, ის დაინტერესდა გადაგვარებული რელატივისტური პლაზმის საკითხებით და შეისწავლა ასეთ გარემოში ელექტრომაგნიტური კონის ფილამენტაციური არამდგრადობის შესაძლო გენერაცია. რატიმ ანალიზურად და რიცხობრივად აჩვენა რომ არამდგრადობა ვითარდება როგორც სუსტ, ისე ძლიერად გადაგვარებულ რელატივისტურ პლაზმაში.
ნაშრომი გაგზავნილია საერთაშორისო რეფერირებად სამეცნიერო ჟურნალში. კვლევის ნახვა შესაძლებელია სამეცნიერო სტატიების არქივში.