GE

რეგიონული გაცნობითი პროგრამები

14 თებერვალი 2015

თავისუფალმა და აგრარულმა უნივერსიტეტებმა 13 თებერვალს ზუგდიდსა და ქუთაისში რეგიონული გაცნობითი პროგრამები ჩაატარეს.

დაინტერესებულმა აბიტურიენტებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია დაფინანსების სისტემების, შემეცნებითი კონკურსების, სასწავლო გარემოსა და ბევრი სხვა მნიშვნელოვანი სიახლის შესახებ.

სკოლის მოსწავლეები ასევე შეხვდნენ დეკანებს, კოორდინატორებს, პროფესორ-მასწავლებლებსა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს. მათგან მოისმინეს ლექციები და პრეზენტაციები.

გახნობით პროგრაებს დემოკრატიის ჩართულობის ცენტრმა უმასპინძლა.

წინა დღეებში, უნივერსიტეტების წარმომადგენლები ადგილობრივ და მიმდებარე რაიონების სკოლებსაც სტუმრობდნენ.

მომდევნო გაცნობითი პროგრაა თბილისში, კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში 20-21 თებერვალს ჩატარდება.