რეგისტრაცია ბიზნესის სამართლის განგრძობადი იურიდიული განათლების მე-11 ეროვნულ კონფერენციაზე
28 ნოემბერი 2021
თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მხარდაჭერით გიწვევთ ბიზნესის სამართლის განგრძობადი იურიდიული განათლების მე-11 ეროვნულ კონფერენციაზე.
კონფერენცია გაიმართება 2021 წლის 11-12 და 18-19 დეკემბერს Zoom პლატფორმის მეშვეობით და მასში მონაწილეობა შეუძლიათ, როგორც ადვოკატთა ასოციაციის წევრებს, ასევე სხვა პრაქტიკოს იურისტებს. თითოეულ დღეს ჩატარდება 2 სესია, ერთი სესიის ხანგრძლივობა შეადგენს 90 წუთს.
კონფერენციაზე განხილულ იქნება შემდეგი საკითხები:
- გიორგი ჯუღელი - სააქციო საზოგადოების კაპიტალის დაცვა მეწარმეთა შესახებ ახალი კანონის მიხედვით;
- სოფიო ჩაჩავა - არასტანდარტული შრომითი ურთიერთობა და მისი გამიჯვნა მომსახურეობისგან;
- ლაშა ცერცვაძე - (1) დირექტორთა ვალდებულებები მეწარემეთა შესახებ საქართველოს ახალი კანონში; (2) დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების და გაუქმების წინაპირობები - საპროცესო კოდექსის რეგულირება და სასამართლო პრაქტიკა;
- დავით კაკოიშვილი - არბიტრაჟთან დაკავშირებულ საქმეებზე ქართული სასამართლო პრაქტიკის პრობლემური საკითხები და მათი გადაჭრის გზები;
- ქეთი ბაშინურიძე - (1) რეგულირებული შეთანხმება, როგორც ფორმალური გადახდისუუნარობის რეჟიმების ალტერნატივა; (2) გადახდისუუნარობის რეჟიმების გავლენა სამართლის სხვადასხვა დარგებზე (კორპორატიული, სახელშეკრულებო და სანივთო);
- დავით კაპანაძე, ანა კოსტავა - შეჩერების (holdout) და უბილეთო-მგზავრის (free rider) ეკონომიკური პრობლემები და მათი გადაჭრის სამართლებრივი საშუალებები.
კონფერენციის მონაწილეები მიიღებენ თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის და ადვოკატთა ასოციაციის ერთობლივ სერტიფიკატს, ხოლო დაგროვილი კრედიტები (12 კრედიტი) ჩაეთვლებათ განგრძობადი იურიდიული განათლების ფარგლებში სავალდებულო კრედიტ-საათებად.
კონფერენციაში მონაწილეობის ღირებულება შეადგენს 180 ლარს. ერთი ორგანიზაციიდან 3 ან 4 ადამიანის მონაწილეობის შემთხვევაში თითოეული მონაწილისთვის გადასახდელი თანხა იქნება 150 ლარი, ხოლო 5 და მეტი ადამიანის მონაწილეობის შემთხვევაში - 120 ლარი.
მონაწილეობის წინაპირობები:
კონფერენციაზე დასწრება შესაძლებელია მხოლოდ ონლაინ რეგისტრაციის გავლისა და კონფერენციის საფასურის გადახდის შემდეგ. ონლაინ რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2021 წლის 10 დეკემბრის 18:00 საათი. მონაწილეობის საფასურის დაფარვა უნდა მოხდეს 2021 წლის 10 დეკემბრის ჩათვლით.
ინდივიდუალური გადახდის შემთხვევაში, გთხოვთ თანხა ჩარიცხოთ თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ანგარიშზე: საქართველოს ბანკი, GE16BG0000000353107100 და საგადახდო დავალება გამოგზავნოთ ელ მისამართზე i.gvaramadze@freeuni.edu.ge. თანხის გადასახდელად ინვოისის საჭიროების შემთხვევაში, გთხოვთ ონლაინ რეგისტრაციისას შეავსოთ შესაბამისი ველები, რის საფუძველზეც გამოგეგზავნებათ ინვოისი.
რეგისტრაცია დასრულებულად ჩაითვლება მხოლოდ ონლაინ რეგისტრაციისა და მონაწილეობის საფასურის გადახდის შემდეგ.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით ირაკლი გვარამაძეს: i.gvaramadze@freeuni.edu.ge