GE

რელიგია და პოლიტიკა

09 ივნისი 2015

27 ივნისს კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში გაიმართება სამეცნიერო დისკუსია თემაზე: "რელიგია და პოლიტიკა."
დისკუსია ეწყობა თავისუფალი უნივერსიტეტის ახალი სამაგისტრო პროგრამის (MSS) ეგიდით და მასში მონაწილეობას მიიღებენ ოქსფორდისა და ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის პროფესორები.
იმის გამო, რომ სოციალური მეცნიერებების სამაგისტრო პროგრამის ფოკუსი რელიგიის და პოლიტიკის შესწავლაა, ამ მიმართულებით ინტერდისციპლინარული კვლევების აქტუალურობაზე ისაუბრებენ თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორები, და ამავე, დროს ჩაგვერთვებიან საკითხის ექსპერტები ოქსფორდისა და ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტებიდან.

შეხვედრის ამოცანაა, რელიგიისა და პოლიტიკის, როგორც ინტერდისციპლინარული დარგის, კვლევის მნიშვნელობის ჩვენება. საკითხი წარმოჩენილი იქნება, როგორც სოციალური მეცნიერებების (ანთროპოლოგია, სოციოლოგია, პოლიტიკური მეცნიერებები, საერთაშორისო ურთიერთობები), ისე ჰუმანიტარული მეცნიერებების (ფილოსოფია, ისტორია, ფილოლოგია) თვალთახედვით.

შეხვედრაზე დასწრების მსურველებს და/ან სამაგისტრო პროგრამით დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა.

შეხვედრის პროგრამა:

დისკუსიას გახსნის თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი, მართვისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა სკოლის დეკანი, ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევარი ნიკოლოზ ალექსიძე.

მომხსენებლები:

თეო მარტენ ვან ლინტი ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი და არმენოლოგიის პროგრამის ხელმძღვანელი.

პროფესორი ვან ლინტი ისაუბრებს ამიერკავკასიაში რელიგიისა და კოლექტიური მეხსიერების ურთიერთმიმართებაზე, განსაკუთრებით, სომეხთა გენოციდის ფონზე და, ამასთანავე, თანამედროვე თურქეთის პოლიტიკაზე.

გიური გერები ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის პროფესორი, ფილოსოფოსი და თეოლოგი, განსაკუთრებული ინტერესით პოლიტიკურ თეოლოგიასა და აპოკრიფულ ლიტერატურაში.

პროფესორი გერები ისაუბრებს სეკულარიზმზე როგორც თანამედროვე ნაციონალიზმის ფორმირების ფაქტორზე. საკითხი განხილული იქნება ინტელექტუალური ისტორიის თვალთახედვით.

დისკუსიაში მონაწილეები:

• თინათინ ქაროსანიძე - თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის დეკანი
• მერაბ ღაღანიძე - თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი
• ელენე ხოშტარია - GRASS-ის დამფუძნებელი, თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი
• ბექა მინდიაშვილი - ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი, თავისუფალი უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი

27.06.15
3:00 PM
კამპუსის 218-ე აუდიტორია