GE

რევაზ ხოფერია

17 სექტემბერი 2020

 

ასოცირებული პროფესორი, სამართლის სკოლის დეკანი

სასწავლო კურსები: ზოგადი ადმინისტრაციული სამართალი; ადმინისტრაციული სამართლის პროცესი; განათლების სამართალი.

აკადემიური საქმიანობა: რევაზ ხოფერია არის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი. მისი სწავლებისა და კვლევის სფერო მოიცავს მატერიალურ და საპროცესო ადმინისტრაციულ სამართალს, ევროპულ ადმინისტრაციულ სამართალს, განათლების სამართალს. 2009 წლიდან ის ლექციებს კითხულობდა ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში, საქართველოს უნივერსიტეტში, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში. კვლევითი საქმიანობის ფარგლებში გამოქვეყნებული აქვს არაერთი სამეცნიერო სტატია. ის კვლევით საქმიანობას ახორციელებდა ასევე ჰაიდელბერგის უნივერსიტეტსა და მაქს პლანკის ინსტიტუტში.

განათლება: რევაზ ხოფერია არის სამართლის დოქტორი. სხვადასხვა დროს მას განათლება აქვს მიღებული ილია ჭავჭავაძის სახელობის ენისა და კულტურის უნივერსიტეტში [გერმანული ენის მთარგმნელობითი ფაკულტეტი, წარჩინებით], საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში [სამართლის მაგისტრი, წარჩინებით], ბრემენის უნივერსიტეტში [LLM, წარჩინებით], ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში [სამართლის დოქტორი, summa cum laude].

რევაზ ხოფერიას მიღებული აქვს DAAD/OSI-ს ერთობლივი სასწავლო სტიპენდია; CIM-ის [a joint operation of GIZ and the German Federal Employment Agency] სტიპენდია სამშობლოში დაბრუნებულ ექსპერტთათვის; OSF-ის აკადემიური სტიპენდია [Academic Fellowship Program]; DAAD-ის კვლევითი სტიპენდია; მაქს პლანკის ინსტიტუტის [Max Planck Institute for Comparative Public Law and International Law] კვლევითი სტიპენდია.      

სამუშაო გამოცდილება: რევაზ ხოფერიას აქვს სახელმწიფო დაწესებულებებსა და კერძო სექტორში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება; ის მონაწილეობას იღებდა უმაღლესი, პროფესიული, ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში საკანონმდებლო, კანონქვემდებარე აქტების შემუშავებასა და დანერგვაში, საქართველოში განათლების ხარისხის სისტემის რეფორმირებაში;  ის იურიდიულ და საკონსულტაციო მომსახურებას უწევდა არაერთ საგანმანათლებლო დაწესებულებას, ასევე განათლების სფეროში არსებულ სახელმწიფო დაწესებულებებს, მათ შორის, ახორციელებდა სასამართლო წარმომადგენლობას. არის მრავალი არასამთავრობო ორგანიზაციის კვლევითი პროექტების მონაწილე.