რევაზ ყუფარაძე აშშ-ში
30 მაისი 2016
მართთვის სკოლის სტუდენტი აშშ-ში წამყვანი საპროდიუსერო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტომ ამერიკის შეერთებული შტატების მასშტაბით აქტიურად დაიწყო ახალი, კინოინდუსტრიის ხელშეწყობის კომპონენტის "გადაიღე საქართველოში" პოპულარიზაცია.
განვითარების სააგენტომ შეადგინა ქართული დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში შედიოდა სამი კერძო საპროდიუსერო კომპანიაც (ABK communications, JTW Metro, Millimeter Film).
ABK-ს პროდიუსინგს წარადგენდა თავისუფალი უნივერსიტეტის მართვის სკოლის სტუდენტი რევაზ ყუფარაძე.
ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა წამყვანი საპროდიუსერო კომპანიების წარმომადგენლებთან, Disney (Marvel Entertainment LLC და ABC Television Group-თან), Paramount Pictures, NBC universal, Universal pictures, Warner Brothers, HBO და Fox.
ქართულმა საპროდიუსერო კომპანიებმა მიიღეს მონაწილეობა ამერიკაში წამყვან AFCI locations show-ზე.
ქართული სტენდის ქვეშ 3 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა შეხვედრები მსოფლიოს 30-ზე მეტი ქვეყნიდან სპეციალურად აღნიშნული შოუსთვის ჩამოსული ლოკაციების მენეჯერებთან, როგორიცაა Game of Thrones, Sense 8, Grand Hotel Budapest, რაც უახლოეს მომავალში საქართველოთი უცხოური კინოპროდიუსერების დაინტერესებას განაპირობებს.