GE

რიჩარდ ჰატენი კამპუსში

14 სექტემბერი 2014

12 სექტემბერს თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნებისა და დიზაინის სკოლის (VADS) მოწვევით, საჯარო ლექცია ჩაატარა ინტერიერის, ავეჯის და ინდუსტრიულმა დიზაინერმა, ჰოლანდიური კონცეპტუალური დიზაინის Droog Design ჯგუფის ერთ-ერთმა მთავარმა წევრმა, რიჩარდ ჰატენმა.

ჰატენი მრავალი საერთაშორისო დიზაინის კონკურსის პრიზიორია და მისი ნამუშევრები არის ისეთი მნიშვნელოვანი მუზეუმების მუდმივ კოლექციებში როგორებიცაა - ამსტერდამის სტედელიკის მუზეუმი, ვიტრა მუზეუმი რეინზე, ვიქტორია და ალბერტ მუზეუმი ლონდონში, სან ფრანცისკოს მოდერნ არტ მუზეუმი და სხვები.

რიჩარდ ჰატენმა პრეზენტაცია თავისი შემოქმედების შესახებ გააკეთა და სტუდენტებისა თუ კამ;უსის სხვა სტუმრების შეკითხვებს ამომწურავად უპასუხა.