რითი არის თქვენი ტვინის 20% ოკუპირებული?
04 ივლისი 2019
6 ივლისს 12:00 საათზე, კახა ბენდუქიძის კამპუსის მცირე საკონფერენციო დარბაზში (ბიბლიოთეკა) გაიმართება "რითი არის თქვენი ტვინის 20% ოკუპირებული?"
ღონისძიება იმართება "Brainstorming: ტვინის სემინარების" ფარგლებში და არის კოგნიტური ნეირომეცნიერებებისა და ნეიროანთროპოლოგიის ინტერდისციპლინური სამეცნიერო კონფერენცია.
კონფერენციაზე განხილული იქნება თუ რა გავლენა აქვს ადამიანის თავის ქალაში არსებული ნეირონების გროვაზე ისეთ რამეებს, როგორიცაა ანდაზები, მითები და ზღაპრები; ასევე თუ როგორ მნიშვნელობას ანიჭებს ადამიანის გონება მეტაფორას სხეულის დახმარებით; რა კავშირშია მშობლიური ენა და გაყოფილი ტვინი იმასთან, თუ როგორ ვცნობთ სახეებს; რა ხდება ტვინში, როცა ვუსმენთ სხვადასხვა სპიკერებს; ან მაშინ, როცა ვუყურებთ რაიმეს, რაც თვითაღქმისთვის მნიშვნელოვანია; ასევე საუბარი იქნება იმაზე თუ სად გვტკივა - ტვინში თუ თავში და ეს ტკივილი ბიოლოგიურად დეტერმინირებულია თუ კულტურულად განპირობებული.
კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ როგორც მოწვეული სპიკერები, ასევე თავისუფალი უნივერსიტეტის ლექტორები და სტუდენტები.
დასწრება თავისუფალია.