GE

როდის წაგართმევს რობოტი სამსახურს?

13 ივნისი 2017

17 ივნისს, 17:00 საათზე, კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსის ეზოში გაიმართება საჯარო ლექცია თემაზე "როდის წაგართმევს რობოტი სამსახურს?"
 
ლექციის ფარგლებში მომხსენებელი, თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების ბიზნესის ადმინისტრირების დეკანი, ალექსანდრე რაქვიაშვილი, მიმოიხილავს იმ ისტორიულ, ეკონომიკურ თუ ლოგიკურ საფუძვლებს, რომელიც შესაძლებელს თუ შეუძლებელს გახდის მომავალში ამ საკითხის რეალურობას.
 
დასწრება თავისუფალია