GE

რუსეთი, სამხრეთ კავკასია და მეხსიერების პოლიტიკა

14 იანვარი 2016

11 იანვარს კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსმა უმასპინძლა საერთაშორისო დისკუსიას - რუსეთი, სამხრეთ კავკასია და მეხსიერების პოლიტიკა.

სპიკერები იყვნენ - ვაშინგტონის უნივერსიტეტის კანცლერი საერთაშორისო ურთიერთოებში ჯეიმს უერჩი და კავკასიის კონფლიქტების მკვლევარი რაუფ გარაგიოზოვი, რომლებმაც ისაუბრეს, თუ როგორ იყენებს ვლადიმერ პუტინი რუსულ ნაციონალურ ნარატივს საკუთარ პოლიტიკურ რიტორიკაში და მიმოიხილეს სამხრეთ კავკასიაში არსებულ კონფლიქტები და კოლექტიური მეხსიერება, როგორც ამ კონფლიქტების საფუძველი.

დისკუსიის ბოლოს სტუმრებმა აუდიტორიის შეკითხვებს უპასუხეს.