GE

რუსეთი, სამხრეთ კავკასია და მეხსიერების პოლიტიკა

05 იანვარი 2016

რუსეთის საგარეო პოლიტიკის გააგრესიულებასთან ერთად, პუტინისა და რუსეთის სხვა ლიდერების რიტორიკაში თავს იჩენს რუსული ნაციონალური ნარატივის ტრადიციული აქცენტები. ამავე დროს რუსეთის საგარეო პოლიტიკურ რიტორიკაში ჩართულნი აღმოჩნდნენ სამხრეთ კავკასიის ქვეყნებიც, რომელთაც ე.წ. მეხსიერების ომის ხანგრძლივი გამოცდილება აქვთ და ამ ომში რუსეთის მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი.

ვაშინგტონის უნივერსიტეტის კანცლერი საერთაშორისო ურთიერთოებში ჯეიმს უერჩი ისაუბრებს, თუ როგორ იყენებს ვლადიმერ პუტინი რუსულ ნაციონალურ ნარატივს საკუთარ პოლიტიკურ რიტორიკაში.

კავკასიის კონფლიქტების მკვლევარი რაუფ გარაგიოზოვი მიმოიხილავს სამხრეთ კავკასიაში არსებულ კონფლიქტებსა და კოლექტიურ მეხსიერებას, როგორც ამ კონფლიქტების საფუძველს.

კითხვები, რომლებსაც ორი მკვლევარი შეეცდებიან გასცენ პასუხი არის, თუ როგორ აისახება ნაციონალური ნარატივები საგარეო პოპოლიტიკაზე რუსეთისა და სამხრეთ კავკასიის მაგალითზე. რა როლი აქვს კოლექტიურ მეიხსერებას სამხრეთ კავკასიური კონფლიქტების ფორმირებასა და გაღვივებაში? როგორ იყენებს პუტინის რეჟიმი ამ ნაციონალურ ნარატივებსა და კავკასიაში ტრადიციულად არსებულ მეხსიერების ომს საკუთარ პოლიტიკურ რიტორიკაში.