GE

რუსუდან გოცირიძის „ერთი ლექცია" კამპუსში

29 მაისი 2015

რუსუდან გოცირიძის „ერთი ლექცია" კამპუსში

28 მაისს პროექტ „ერთი ლექციის" ფარგლებში საჯარო ლექცია ჩაატარა რუსუდან გოცირიძემ.

რუსუდან გოცირიძეს მიღებული აქვს ჯილდო მამაცურად ბრძოლისთვის ტოლერანტობისა და ყველა მოქალაქის თანასწორობისათვის და გახლავთ პირველი ქალი ეპისკოპოსი საქართველოში.

ის იყო ერთ-ერთი პირველი რელიგიური საზოგადოებიდან, ვინც დაგმო ჰომოფობიისა და ტრანსფობიის საერთაშორისო დღეს, 17 მაისს მომხდარი ძალადობა თბილისში.

პროექტი "ერთი ლექცია" სტუდენტების ორგანიზებულია და მის ფარგლებში თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების ლექტორები და მოწვეული სპიკერები კითხულობენ ლექციას იმ თემაზე, რომელსაც აირჩევდნენ, მხოლოდ ერთი ლექციის ჩატარების საშუალება რომ ჰქონოდათ.