GE

საბა შარიქაძე სექტემბრიდან სწავლას აშშ-ში გააგრძელებს

31 მარტი 2016

თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის სკოლის კურსდამთავრებული საბა შარიქაძე სექტემბრიდან სწავლას აშშ-ში გააგრძელებს.

მას შემოთავაზება აქვს როგორც აიოვას მეცნიერებებისა და ტექნოლოგიის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკისა და ასტრონომიის სკოლის, ისე ვირჯინიის უნივერსიტეტის სამეცნიერო სკოლის სამაგისტრო/სადოქტორო პროგრამებიდან.

ორივე უნივერსიტეტი მზადაა საბას სწავლის, კვლევისა და აშშ-ში ცხოვრების ხარჯები სრულად დაუფინანსოს. მას ასევე აქვს შეთავაზება სწავლის პარალელურად პროფესორის ასისტენტად იმუშაოს.

რამდენიმე თვის წინ საბამ GRE ტესტში 970 ქულა აიღო რაც საკმაოდ მაღალ შედეგად ითვლება.

თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის სკოლამ პირველი ნაკადი 2011 წელს მიიღო.

საბას ჯგუფი სკოლის პირველი გამოშვებაა.