GE

სადაზღვევო კომპანია ალდაგის წარმომადგენლების შეხვედრა სტუდენტებთან

04 ნოემბერი 2014

4 ნოემბერს თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სტუდენტები სადაზღვევო კომპანია ალდაგის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

კომპანია ალდაგი სადაზღვევო სფეროში მრავალი წელია მოღვაწეობს და სტუდენტთა დასაქმების დიდი გამოცდილება აქვს - უქმნის მათ მოქნილ სამუშაო გრაფიკს და გარემოს კარიერული განვითარებისთვის.

შეხვედრაზე კომპანიის წარმომადგენლებმა სტუდენტებს გააცნეს, თუ როგორ მუშაობს ალდაგის სააგენტო ქსელი, გაუზიარეს თავიანთი გამოცდილება და საინტერესო ვაკანსიები შესთავაზეს.