GE

საერთაშორისო კონფერენცია რელიგია და საბჭოთა სახელმწიფოს მემკვიდრეობა: 25 წლის რეტროსპექტივა

09 მარტი 2017

 

კონფერენციის შესახებ

2016 წელს საბჭოთა კავშირის დაშლიდან 25 წელი შესრულდა. კონფერენციის მიზანია რელიგიაზე საბჭოთა სახელმწიფოს ხანგრძლივი ზეგავლენის შესწავლა.რამდენად გაითვალისწინეს ან უკუაგდეს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებმა საბჭოთა მიდგომები?  როგორი სამართლებრივი პასუხი გასცეს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებმა რელიგიის შემზღუდველ რეგულაციებს, რელიგიური ორგანიზაციების საკუთრების ჩამორთმევის და საბჭოთა რეჟიმის სხვა შედეგებს? კონფერენციის სამუშაო ენებია: ქართული, ინგლისური და რუსული

 

კონფერენციის მიზანი

კონერენციის და მომავალში კონფერენციის პუბლიკაციების მიზანია ამ პრობლემების მულტიდისციპლინური განხილვა. ნაშრომები არ არის სავალდებულო იყოს  სამართლებრივი. თავად თემა მულტიდისციპლინურია და ნაშრომების ავტორები შესაძლებელია იყვნენ მრავალი აკადემიური სფეროს წარმომადგენლები, მათ შორის სამართლის, ისტორიის, რელიგიის და პოლიტიკური მეცნიერების მკვლევარები. სასურველია პრაქტიკისა და თეორიის შერწყმა.

განსაკუთრებით მივესალმებით ნაშრომებს შემდეგ თემებზე, რომლებიც განიხილება შესაბამის პანელებზე:

 

  •  რელიგიის შემზღუდავი რეგულაციები
  •  საბჭოთა სახელმწიფოს ზეგავლენა მოსახლეობის უმრავლესობის რელიგიებზე
  •  მოსახლეობის უმცირესობის რელიგიების მიმართ მტრული დამოკიდებულებები და შეზღუდვები
  •  რელიგიური ორგანიზაციების საკუთრების რესტიტუცია

 

1.რელიგიის შემზღუდავი რეგულაციები

საბჭოთა სახელმწიფო რელიგიურ ორგანიზაციებსა და მორწმუნეებს უწესებდა შემზღუდავ რეგულაციებსა და ბუნდოვან კანონებს, რომელთა თვითნებური აღსრულება შესაძლებელი იყო. ხშირად რელიგიური ორგანიზაციები საბჭოთა სახელმწიფოსგან აწყდებოდნენ საჯარო სფეროში რელიგიური გავლენის შემცირების ან სახელმწიფოს სასარგებლოდ საკუთარი გავლენით მანიპულირების მცდელობებს. რამდენად გაუქმდა ასეთი რეგულაციები ან რა მოცულობით რჩება ისინი ძალაში? რამდენად ფიქრობენ დღესაც, რომ რწმენისა და მორწმუნეების სახელმწიფო კონტროლი აუცილებელია? 

 

2.საბჭოთა სახელმწიფოს ზეგავლენა მოსახლეობის უმრავლესობის რელიგიებზე

გადარჩენისათვის მოსახლეობის უმრავლესობის რელიგიები იძულებულნი იყვნენ მორგებოდნენ და ეთანამშრომლად საბჭოთა სახელმწიფოსთან. რამდენად შეზღუდა ან უარყოფითად იმოქმედა ამან პოსტ-საბჭოთა ერაში რელიგიური ორგანიზაციების დამოუკიდებლად მოქმედების უნარზე? მოახდინა თუ არა ამან ზეგავლენა რელიგიური ორგანიზაციების მიმართ ნდობაზე ან საჯარო სფეროში რელიგიური ორგანიზაციების მოქმედების მიმართ საზოგადოების მოლოდინებზე? რა ურთიერთობები ჰქონდათ მოსახლეობის უმრავლესობის რელიგიებს სახელმწიფოსთან?

 

3. მოსახლეობის უმცირესობის რელიგიების მიმართ მტრული დამოკიდებულებები და შეზღუდვები  

პანელის ფარგლებში განიხილება უმცირესობის რელიგიების მიმართ მტრული დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში საბჭოთა სახელმწიფოს მემკვიდრეობა.  რამდენად მისაღებია პოსტ-საბჭოთა სახელმწიფოებისა და მოქალაქეებისათვის პლურალიზმი რელიგიის სფეროში? რამდენად უთმობენ ყველა რელიგიურ ტრადიციას  პოსტ-საბჭოთა სახელმწიფოები სივრცეს საჯარო სფეროში?

რამდენად შენარჩუნებულია საჯარო დისკურსში მტრული უცხო ჯგუფების მიმართ საბჭოთა შიშის ტრადიცია?

 

4. რელიგიური ორგანიზაციების საკუთრების რესტიტუცია

როგორ უმკლავდებიან პოსტ-საბჭოთა სახელმწიფოები რელიგიური ორგანიზაციების საკუთრების ჩამორთმევას საბჭოთა სახელწმიფოს მიერ? პანელის მიზანია საკუთრების რესტიტუციისა ან რელიგიური ორგანიზაციებისათვის კომპენსაციის გადახდის სხვადასხვა მიდგომების წარმოჩენა. პანელის მონაწილეებს ასევე შეუძლიათ ნათლად წარმოაჩინონ თუ როგორ გაუმკლავდნენ სახელმწიფოები ერთი რელიგიური ორგანიზაციის საკუთრების სხვა რელიგიური ორგანიზაციისთვის საქველმოქმედო, არარელიგიური მიზნებისთვის გადაცემის შემთხვევებს ან სხვა მიმდინარე კონფლიქტებს.

 

განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა:

გთხოვთ წარმოადგინოთ CV  და კონფერენციისთვის შემოთავაზებული ნაშრომის  მოკლე, ერთ გვერდიანი აღწერა (აბსტრაქტი) თავისუფალი უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორ დავით ზედელაშვილთან (d.zedelashvili@freeuni.edu.ge) 2017 წლის 10 აპრილამდე. კონფერენციის აკადემიური კომიტეტი განიხილავს განაცხადებს და გაცნობებთ გადაწყვეტილებას.