GE

საერთაშორისო კონკურსზე ჟიურის წევრად თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი მიიწვიეს

30 ივნისი 2014

ივლისში პეკინში ჩინური ენის სამთავრობო კომიტეტისა და კონფუცის ინსტიტუტის სათაო ოფისის ორგანიზებით გაიმართება საერთაშორისო სტუდენტური კონკურსი "ჩინური ენის ხიდის" ნახევარფინალი მსოფლიო სხვადასხვა ქვეყნების სტუდენტებს შორის, აგვისტოში კი ამავე კონკურსის ფინალური ტური შედგება.

საქართველოს სახელით კონკურსის ჟიურის ერთ-ერთი წევრი იქნება თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი მარინე ჯიბლაძე.

კონკურსი ტრადიციულია და ყოველწლიურად იმართება. შუქდება ჩინეთის ტელევიზიის მეშვეობით მთელი ქვეყნის მასშტაბით და ასობით მილიონი მაყურებელი ყავს.

მარინე ჯიბლაძე გასული წლის ფინალური კონკურსის ჟიურის წევრიც გახლდათ. მასთან ერთად ჟიურიში იყვნენ ცნობილი ჩინელი პროფესორები, ჩინეთის ცენტრალური ტელევიზიების ტელეწამყვანები, მსახიობები.