GE

საერთაშორისო ოლიმპიადის მონაწილე 6-მა აბიტურიენტმა თავისუფალი უნივერსიტეტი აირჩია!

12 აგვისტო 2016

10 წარმატებული მეთორმეტე კლასელიდან, რომელიც საქართველოს სახელით საერთაშორისო ოლიმპიადაზე მონაწილეობდა, 6-მა თავისუფალი უნივერსიტეტი აირჩია და შესაბამისად, თავისუფალ უნივერსიტეტში ისწავლის.

ამის შესახებ უნივერსიტეტს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდიდან ოფიციალურად, წერილობით აცნობეს.

იქიდან გამომდინარე, რომ ეროვნული გამოცდებისა და საერთაშორისო ოლიმპიადის თარიღები ერთმანეთს ემთხვევა, განათლების მინისტრის ბრძანებით ოლიმპიელები უნივერსიტეტში უგამოცდოდ ირიცხებიან.

ბოლო წლების ტრადიცია არც ამჯერად დაირღვა - "ოლიმპიელები" ირჩევენ საუკეთესოს.