GE

საერთაშორისო სემინარი - პერიფერიული არაბული დიალექტები

13 ოქტომბერი 2014

19-20 ოქტომბერს დიღმის საუნივერსიტეტო კამპუსში ჩატარდება პერიფერიული არაბული დიალექტებისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სემინარი (International Workshop: Peripheral Arabic Dialects).

სემინარი ეძღვნება გამოჩენილი ქართველი მეცნიერის, აკადემიკოს გიორგი წერეთლის დაბადების 110 წლისთავს.

გახსნის ცერემონიალი ჩატარდება 19 ოქტომბერს, 11:00 საათზე, #420-ე აუდიტორიაში.

13:00 საათზე არაბულ კაბინეტში (#423) შედგება თავისუფალი უნივერსიტეტის არაბული სამყაროს შემსწავლელი ცენტრის გახსნა.

დასწრება თავისუფალია.