GE

საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის 10 სტუდენტი მადრიდში გაემგზავრება

16 აპრილი 2016

თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტიტუტის ევროატლანტიკური მიმართულების ესპანური განყოფილების 10 სტუდენტი და ესპანური ენის ლექტორი, ია კარგარეთელი მადრიდში გაემგზავრებიან და დაესწრებიან აუგუსტო-ფერერ დალმაუს ფონდისა და საქართველოს კულტურის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ გამოფენას.
 
გამოფენა გაიმართება 10 მაისს სანტა-ბარბარას სასახლეში, მადრიდში.
 
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება სცენები ჯვაროსნული ომებიდან, დავით აღმაშენებელისა და ლაშა-გიორგის პორტრეტები, ასევე ნატოს თემატიკასთან დაკავშირებით გამოიფინება 12 ქართველი ჯარისკაცის პორტრეტი. აქვე, საქართველოს მუსიკისა და კინოს მუზეუმიდან წარმოდგენილი იქნება სამხედრო თემატიკაზე შექმნილი კოსტიუმების ექსპოზიცია - წარმართული ხანიდან დღემდე და საქართველოს დამოუკიდებლობის 95 წლისთავისადმი მიძღვნილი სტენდი იუნკერების თემაზე.
 
ღონისძიებას დაესწრება ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ხოსე მარგალიო, დიპლომატიური კორპუსის სხვადასხვა წარმომადგენელი და საქართველოს კულტურის სამინისტროს დელეგაცია.
 
იგეგმება დოკუმენტური ფილმის გადაღებას ამ ვიზიტის შესახებ.