საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის კურსდამთავრებული სწავლას იაპონიაში გააგრძელებს
10 აგვისტო 2017
თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის (საერთაშორისო ურთიერთობების სკოლა) კურსდამთავრებული მარიამ ბიბილაშვილი სწავლას გააგრძელებს იაპონიის ცუკუბას უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ერთწლიან სამაგისტრო პროგრამაზე რეგიონის საერთაშორისო კვლევების მიმართულებით (MA in International Area Studies).
მარიამმა მოიპოვა იაპონიის სამთავრობო გრანტი, რაც გულისხმობს იაპონიაში სწავლისა და ცხოვრების სრულად დაფინანსებას.
აღსანიშნავია, რომ პროგრამა ასევე ითვალისწინებს მაგისტრატურის დასრულებისთანავე დოქტორანტურაში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობასაც სრული დაფინანსებით.
ყოველწლიურად იაპონიის მთავრობა გამოყოფს მხოლოდ ხუთ გრანტს ამ პროგრამაზე სწავლის მსურველი ახალგაზრდებისათვის ყოფილი საბჭოთა კავშირისა და ცენტრალური აზიის რეგიონიდან.