GE

საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის კურსდამთავრებულის წარმატება

04 თებერვალი 2016

თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის კურსდამთავრებულმა (2008-2012) ანა კიკნაძემ წარმატებით დაამთავრა ორწლიანი მაგისტრატურა (MA Contemporary European Studies: Politics, Policy and Society) და მიიღო ინგლისის ბასის უნივერსიტეტიდან (University of Bath, UK) და ბერლინის ჰუმბოლტის უნივერსიტეტიდან (Humboldt Universität zu Berlin, Germany) ორმაგი მაგისტრის ხარისხი.

სამაგისტრო ნაშრომი: 'In the EU's Eastern Neighborhood and Russia's 'Near Abroad': Assessing level of security in Georgia since 2003.'

ამჟამად გადის პრაქტიკას ბერლინში, კვლევით-ანალიტიკურ ცენტრში SWP (Stuftung Wissenschaft und Politik/ German Institute for International and Security Affairs) აღმოსავლეთ ევროპისა და ევრაზიის განყოფილებაში, პროექტზე - 'Intra- and Inter-Societal Sources of Instability in the Caucasus and EU Opportunities to Respond (ISSICEU)'.

ვულოცავთ ანას და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს!