საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის სტუდენტი სწავლას იაპონიაში გააგრძელებს
21 აგვისტო 2017
თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის (საერთაშორისო ურთიერთობების სკოლა) იაპონური მიმართულების მესამე კურსის სტუდენტი ლელა თოფურია ერთწლიანი სასწავლო პროგრამით გაემგზავრება იაპონიის ცუკუბას უნივერსიტეტში სასწავლებლად.
ლელა იაპონიაში თავისუფალსა და ცუკუბას უნივერსიტეტებს შორის გააფორმებული ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმების ფარგლებში გაემგზავრება.