საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის სტუდენტი სწავლას კორეაში გააგრძელებს
21 ივლისი 2017
თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის (საერთაშორისო ურთიერთობების სკოლა) შორეული აღმოსავლეთის კონცენტრაციის მეოთხე კურსის სტუდენტმა სოფიო კვინიკაძემ მოიპოვა სრული დაფინანსება და სექტემბრიდან სწავლას გააგრძელებს სამხრეთ კორეის ჩონბუკის უნივერსიტეტში (Cheonbuk National University).
სოფო გაივლის ორ წლიან სამაგისტრო პროგრამას კორეული სწავლების (Korean Studies) მიმართულებით.